
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი, ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, “მთის დღეების” ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
“მინდა აღვნიშნო სინანულით ის ფაქტი, რომ სამწუხაროა ჩვენი ელჩი მეგობრებო, იცით კარგად რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის დასავლთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი დატოვეს. და ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა. მაშინ როცა ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყო ამ პროცესში და პირდაპირ რუსეთის მხარე ეკავა. იმ ქვეყნებში ელჩები დღემდე ჰყავს უკრაინას არ გამოუწვევიათ მათ ელჩები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს