
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია.
“საქართველო საარჩევნო პროცესის მე-2 რაუნდის ფარგლებში ევროპარლამენტის დაინტერესებას და მხარდაჭერას აფასებს. ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს