
ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფორუმზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის თემატიკაზე.
“მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს, ზოგადად პოზიციას და ჩვენს მიღწევებს და პროგრესს, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს. ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს, ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკე აი იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. რა თქმა უნდა ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იცით რომ შუა დერეფანი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ალტერნატიული გზა, ზოგადად აი, ამ ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, და ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ზოგადად ეს დაკავშირებადობა არის სისტემატიკა, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს