
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია; ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, რის გარეშეც ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.
“ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს. ბოლომდე დავიცავთ ქვეყანაში მშვიდობას, ჩვენი ხალხის მშვიდობას და სტაბილურობას, რაც არის ერთადერთი საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. სხვანაირად არაფერი გამოვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს