ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
ჯერ კიდევ აპრილის თვეში საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური მოწვევა, წერილი გაუგზავნა ეუთო/ოდირს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას გარდა, ჩართულნი არიან NDI, IRI-ის ორგანიზაციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ევროპარლამენტარები.
“ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, იმისთვის, რომ, ერთის მხრივ, მთავრობა იღებს ვალდებულებას, პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი საზრუნავი და საქმე უნდა იყოს, რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება