ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი პარტია არის უალტერნატივო დღეს, ოპოზიციამ იცის, რომ სასტიკად მარცხდება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პარტია არის უალტერნატივო დღეს, ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს ვიგებთ ჩვენი ხალხის გვერდში დგომით, მხარდაჭერით და ამ არჩევნებსაც, რა თქმა უნდა, მოვიგებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება და ამიტომ, წინასწარ იწყებს სპეკულაციებს.
„ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება, თანაც მარცხდება სასტიკად, მათ არ აინტერესებთ არც არჩევნები, არც არჩევნების შედეგები და წინასწარ იწყებენ სპეკულაციებს და პროვოკაციებზე საუბარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც ძალიან მშვიდად და მტკიცედ ჩავამთავრებთ. ჩავატარებთ ძალიან დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს და კიდევ ერთხელ საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს