ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს


ავტორი
Front News საქართველო
მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 45 წლისთავს, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა.
“მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს.
ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა – ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის; ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას.
დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს სულიერ მამას ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ

ირაკლი ღარიბაშვილი – მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეს არის მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს