
ავტორი
Front News საქართველო
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით.
“რაც შეეხება ამ საკითხს, ისევ გავიმეორებდი, რომ ძალას, რომელმაც სწორედაც, რომ განაპირობა ჩვენი ტერიტორიების ჩაბარება რუსეთისთვის, რომელმაც განაპირობა ეს დიდი უბედურება და ამის შემდეგ მოუწერეს ხელი კაპიტულანტურ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ასევე მიუღებელია და საერთოდ სასაცილოა, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს