
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ “ტვიტერზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი.
“მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით. განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – წერს ღარიბაშვილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს