
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებს და მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის.
“ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის და მათ შორის, ქართველებისთვის, ვისაც ებრაელებთან ათასწლოვანი ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს.
ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს.
მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს