
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენს სულიერ მამას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”- ში წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება,
სულიერების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობათა უპრეცედენტო ზრდა, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება.
“დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
ამ მნიშვნელოვან დღეს ასევე ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, ბოლო თითქმის ნახევარი საუკუნე – თავისუფლებისა და სულიერი აღორძინებისკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი მისი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. პატრიარქის დაუღალავი მოღვაწეობა ყოველთვის გვეხმარებოდა შეგვენარჩუნებინა ერთობა, სტაბილურობა, მომავლის იმედი და რწმენა.
პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება, სულიერების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობათა უპრეცედენტო ზრდა, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება. ვუსურვებ ჩვენს სულიერ მამას ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს