Logo

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შიდა ქართლში შეხვდებიან

პოლიტიკა
25.10.2021 / 10:09
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს შიდა ქართლში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ქარელსა და ხაშურში გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები