Logo

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე სამეგრელოში კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ

პოლიტიკა
22.10.2021 / 10:20
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ხობში, სენაკსა და ფოთში გაიმართება.

 

პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე ამომრჩეველს უკვე შეხვდნენ მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები