
ავტორი
Front News საქართველო
20 აპრილს, 13.00 საათზე, გორში, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს