Logo

ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ერგნეთში ზაზა გახელაძის გადმოსვლას ელოდებიან

პოლიტიკა
14.07.2021 / 19:05
1518
Frontnews image description

საქართველის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსი, სასულიერო პირები და ევროკავშირის წარმომადგენლები ერგნეთში იმფოფებიან, სადაც საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის გადმოსვლას ელოდებიან.

 

ზაზა გახელაძე დღეს გათავისუფლდა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა.

 

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

თაგები:

Advertisement