
ავტორი
Front News საქართველო
დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და სახელოვან მოჭადრაკეს, საერთაშორისო დიდოსტატს, საქართველოს ეროვნულ სიამაყეს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, ნონა გაფრინდაშვილმა თავისი ფენომენალური ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო.
“თავისი ფენომენალური ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით ნონა გაფრინდაშვილმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო, მისი სახელი საჭადრაკო სამყაროში დღემდე ხმამაღლა ისმის, რაც ჩვენთვის, მისი გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა.
დღეგრძელობას ვუსურვებ ქალბატონ ნონას, ჯანმრთელობა და მხნეობა არ მოჰკლებოდეს ამ მართლაც დიდ პიროვნებასა და უდიდეს პატრიოტს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა”, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს