
ავტორი
Front News საქართველო
არაერთხელ მითქვამს, რომ არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და აშ..-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს.
“ხალხის ძალის“ განცხადება არ წარმოადგენს მმართველი პარტიის განცხადებას და ძალიან დიდი განსხვავებაა ხშირად ჩვენს პოზიციებში. სწორედ ამიტომ მოხდა მათი გამიჯვნა ჩვენგან. მე მინდა თქვენ გკითხოთ, რამდენად მისაღებია LGBT პროპაგანდა ბავშვებში. დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად. კითხვა ხომ დამისვით, ამ თემაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი, ყოველგვარი დისკრიმინაცია, ძალადობა არის მიუღებელი, მე ამაზე მითქვამს არაერთხელ, ამიტომ მივიღეთ ჩვენ კანონი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და აშ.. აი ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს