
ავტორი
Front News საქართველო
უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში განაცხადა.
“კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა, რაც თურქეთში მოხდა. კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობარ მოძმე ერს, თურქ ხალხს მინდა მივუსამძიმრო და თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ ერდოღანს. ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ თურქ ხალხს.
ჩემი გადაწყვეტილებით, უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა, კერძო სექტორიც არის მობილიზებული, პარლამენტი, სხვა უწყებები და ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენს თურქ ხალხს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო და ვუსურვო გამძლეობა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს