ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ავტორი
Front News საქართველო
გილოცავთ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიულ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
“თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარების, სტაბილური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში.
თქვენი რთული, მაღალი რისკის შემცველი პროფესიული მოვალეობის შესრულება საამაყოა და პატივსაცემი.
ვისურვებ, თქვენთან ერთად, ღირსეულად გადაგველახოს ყველა ის დაბრკოლება, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება.
თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ საქართველოს კეთილდღეობისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსა თუ დასახული მიზნის განხორციელებაში.
ნაბიჯ-ნაბიჯ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


