
ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას.
“23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.
მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
გიორგი ანწუხელიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს