
ავტორი
Front News საქართველო
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.
“დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.
1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.
ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.
მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში”,-აღნიშნავს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს