
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს დიდგორობას ულოცავს.
მისი თქმით, დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას
“გილოცავთ დიდგორობას – ქართველთა გამარჯვების დღეს!
“ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას, ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას. გამთლიანებას, გაძლიერებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს