
ავტორი
Front News საქართველო
დასასრულს, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველომ მიაღწია ტრანსფორმაციულ წარმატებას, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა ეკონომიკამ და ყველაზე სტაბილური ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“და კი, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს დარჩენილი და გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვრჩებით ამ მიმართულებით, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, ასევე უზრუნველვყოთ პროგრესი და დავამკვიდროთ გრძელვადიანი პარტნიორობა.
მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თბილისში ჩამობრძანდით და შემდეგი ორი დღის განმავლობაში მე გულწრფელად გისურვებთ წარმატებას ჩვენს პატივცემულ სტუმრებს და გისურვებთ რომ მართლად დასამახსოვრებელი დრო გაატაროთ საქართველოში. მჯერა, რომ თქვენ ნამდვილად ისიამოვნებთ ჩვენი ამაყი ქვეყნის მსოფლიოში ცნობილი სტუმართმოყვარეობით, რომელიც მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის. დიდი მადლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს