
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი მეგობრების მიმართ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება.
“კიდევ და კიდევ უდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა ალექსი არესტოვიჩის განცხადებაზე, თუ რატომ არ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია.
“ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ყველა განცხადების კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს