ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს


ავტორი
Front News საქართველო
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, ეს არ არის ჩემი ხელწერა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში. მისი განცხადებით, მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.
“მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები – თითქოს ამ ფონზე დავტოვე მე პარტია – ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ.
მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება… ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ ექიმთან მივიდეს, ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “რუსთავი 2”-თან.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს