Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა დაფინანსება

პოლიტიკა
03.11.2023 / 16:08
Frontnews image description

ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა დაფინანსება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონი გამოეყოფა, შსს-ს კი დამატებით 50 მილიონს მისცემს მთავრობა, საიდანაც 20 მლნ ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას მოხმარდება. 

 

“რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, ვიცით, რომ თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა ჯამურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება 2024 წელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები