
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ამაყობს.
“ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ვამაყობთ. ებრაული თემის ყოველდღიური შრომა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ძმობას.
ამიტომ, თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიხარულია. ვუერთდები თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს