ირაკლი ღარიბაშვილი – EPP-ის ინიციატივის განხილვას რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავთ და დაინახავს კიდევ უფრო მეტად რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში ვითარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც EPP-ის ჯგუფის პარლამენტარების მოწოდებას შეეხებოდა უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დააკვირდება და ამის შემდეგ გაკეთდება შეფასებები.
“თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგიის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




