
ავტორი
Front News საქართველო
ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა, რომ ქვეყნებმა გაზარდონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები
“მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გლაზგოში ვიწყებ ვიზიტს. მსოფლიოს ქვეყნებმა ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს