
ავტორი
Front News საქართველო
ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად უმჯობესდება სერვისების ხარისხი.
“ჩვენი ძალისხმევა ეხება განათლების ყველა საფეხურს. ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში. ამჟამად ჩვენი მოსახლეობის 95 პროცენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად ვაუმჯობესებთ ამ სერვისების ხარისხს. განზრახული გვაქვს მაქსიმალური ზრუნვა უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქისთვის.
ეს წარმატებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროგრესისა, რაც ჩემს ქვეყანას აქვს მიღწეული, მაგრამ ნათლად ასახავს ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ შესაძლებლობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის − საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს