
ავტორი
Front News საქართველო
ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების – მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების გვერდით. კვლავ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არის და ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
“რა თქმა უნდა, ახლა ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და როგორც მოგახსენეთ, ხელშესახები შედეგები გვაქვს. მოდით ავიღოთ ასოცირების შეთანხმება, მისი 45 პროცენტი უკვე შესრულებულია; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში წინსვლა გვაქვს, თან მნიშვნელოვანი. საქართველო მოწინავე პოზიციებზეა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამიტომ, გადამწყვეტი დროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მომსწრენი ვართ. ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების – მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების – გვერდით. კვლავ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დროა“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს