
ავტორი
Front News საქართველო
ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ “ტვიტერზე“ წერს.
ღარიბაშვილის თქმით, მისთვის დიდი პატივია აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა.
“ჩემთვის დიდი პატივია რუმინეთში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის კაბელის განთავსებას გულისხმობს. ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის“,- წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს