
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში”,-წერს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ყაზახეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს