
ავტორი
Front News საქართველო
ექსპორტის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება; 5 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 33%-იანი ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო.
“ღვინის ექსპორტი გაიზარდა სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში გვაქვს 30%-იანი ამერიკაში 28%-იანი ზრდა, ლატვიაში – 20%, გერმანია -34%, ესტონეთი 50%, იაპონია -68%, რუსეთი -50 %. ასე რომ, სულ, ჯამურად, კიდევ ვიმეორებ, შარშან გვქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონი ლიტრი ღვინის ექპორტი, ამით 250 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს ქართველმა მეწარმეება.
ასევე იზრდება სპირტიანი სასმელები. აქ ზრდა გვაქვს 57%-იანი, 48 მილიონ დოლარს აჭარბებს მიღებული შემოსავალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს