Logo

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში გაემგზავრა

პოლიტიკა
282
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას – ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. 

 

6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. 

 

ტურისტული გამოფენა – ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები