
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკუს კრებერმა ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად “RWE AG”-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია.
RWE AG გერმანული მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ესენში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა იტალია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, შეერთებული შტატები, ჩინეთი და იაპონია.
კომპანიის პორტფელი მოიცავს ქარის, მზის, წყალბადის, ბატარეების, გაზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წარმოებას, მასში დასაქმებულია 19000-ზე მეტი ადამიანი, შემოსავალი კი, 24,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს