
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოხატავს სახელოვანი სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლეგენდარული მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქეთევან ლოსაბერიძის ბრწყინვალე სპორტულმა კარიერამ შორს გაუთქვა სახელი ქართულ სპორტს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას.
“ქალბატონი ქეთევანი გახლდათ ერთადერთი ევროპელი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში, ასევე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში და არაერთი პრიზის მფლობელი. მისმა ბრწყინვალე სპორტულმა კარიერამ შორს გაუთქვა სახელი ქართულ სპორტს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას.
ამ მძიმე წუთებში, თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ქეთევანის ოჯახსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს