
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი მხატვრის თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
“განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ ბატონ თეიმურაზს გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებისა და ხელოვანთა ახალი თაობების აღზრდის საქმეში.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს