
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერი თანაგრძნობას უცხადებს ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.
ჯამლეტ ხუხაშვილმა, როგორც ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა სპორტის კომენტატორმა, სახელი გაითქვა თავისი გამორჩეული სტილის დამსახურებით. მის სახელს უკავშირდება როგორც პირადი წვლილი ქართული სპორტის განვითარების საქმეში, ისე მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
ჯამლეტ ხუხაშვილი ასევე იყო ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების დიდი ქომაგი და თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი.
თანაგრძნობას ვუცხადებ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს