
ავტორი
Front News საქართველო
გილოცავთ დიდგორობას – საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.
“1121 წლის 12 აგვისტოს ქართველმა ერმა, დიდი დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. “ძლევაი საკვირველმა” დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოში. ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.
ახალ გამარჯვებებს, მშვიდობას, გაერთიანებას, გაძლიერებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს