
ავტორი
Front News საქართველო
გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-ემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისაკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას.
“ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას – სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას… მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის”, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს