
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
“სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.
ჩვენი ლოცვა და ფიქრები ახლა მიმართულია მათკენ, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ დღეს. გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას“,- წერს ღარიბაშვილი.
საბერძნეთში სამგზავრო და სატრვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს