
ავტორი
Front News საქართველო
მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით.
“მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან. ასეთი მაღალი დონის დიალოგი აუცილებელია საქართველოსთვის. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით, რადგან წლის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“,- წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს