
ავტორი
Front News საქართველო
რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე“ წერს.
ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
“თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში.
მისი ძლიერი ლიდერობის ქვეშ მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს