ირაკლი ღარიბაშვილი – გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი


ავტორი
Front News საქართველო
გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა შემაჯამებელ აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის და აღნიშნა, რომ გუშინ მისთვისაც ძალიან ემოციური დღე იყო, რადგან პირველად წარსდგა ამდენი გულანთებული პატრიოტის წინაშე.
“გუშინ მართლაც ძალიან ემოციური დღე იყო. ბუნებრივია, ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო, პირველად წარვსდექი ამდენი გულანთებული ქართველი პატრიოტის წინაშე და მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, მართლაც ძალიან გენიალურ ხალხს, ჩვენს უნიკალურ ხალხს. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან ემოციური დღე, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს. გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ნახა კიდევ ერთხელ, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, განვითარება და ქართველი ხალხი არის ჩვენი ქვეყნის მმართველი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

ირაკლი ღარიბაშვილი – 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი გაუტეხელი ხალხი და გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს, 100 000 რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე?!