
ავტორი
Front News საქართველო
გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი, შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ, შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
“მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. მაგრამ მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე, როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ შედარებით პატარა მასშტაბებია, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია რუსთავი 2, 6 მილიონით, თუ არ ვცდები. ეს რაც ვიცი მედიისგან და საერთოდ საქმიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს