
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ჩვენ შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს