ირაკლი ღარიბაშვილი – იმის გამო, რომ მორგოშიაა, კაკულია თუ ღარიბაშვილია, მაგის გამო დავსაჯოთ ეს ადამიანი?! ეს ხომ ანტიდემოკრატიულია?!

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის საქმის გამოძიების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ სააკაშვილის ეპოქაში?! ჩვენ ვართ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო. თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?! იმის გამო, რომ მორგოშიაა, კაკულია თუ ღარიბაშვილია, მაგის გამო დავსაჯოთ ეს ადამიანი?! ეს ხომ ანტიდემოკრატიულია?! ეს ხომ ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს?! პროკურატურას აქვს გამოძიება, ისინი აგროვებენ მტკიცებულებებს, პოლიცია ჩართულია. 30 კაცზე მეტი დააკავა პოლიციამ. ვიხილავთ თუ არა უფრო მეტ დაკავებულს, ნამდვილად არ ვიცი. ამდენი საფიქრალი და საქმე მაქვს, თითოეულ გამოძიებას ესე არ მივყვები. გვყავს ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური ,ღირსეული კაცი, ვახტანგ გომელაური, ძალიან კვალიფიციური გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ იციან თავიანთი საქმე და მათ კომპეტენციაში მე არ ვერევი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


