
ავტორი
Front News საქართველო
იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, 15 დეკემბერს იქნება.
“იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ, 15-ში მოხდება ეს, 15 დეკემბერს, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს