
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – “ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” – მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაური “ტვიტერზე” წერს, რომ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად.
“მონაწილეობა მივიღე გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში. ინფორმაციით დატვირთულ დისკუსიებს ვაწარმოებთ სუფთა ენერგიის მოხმარების მნიშვნელობის შესახებ. წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს